კასპის მუნიციპალიტეტის
სოფელ სამთავისის საჯარო სკოლა.
საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა თემაზე:
„როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა
მოტივაცია რუსული ენის სწავლებისას?“
( V-VI-VII ) კლასი. დაწყებითი და საბაზო საფეხური.
მასწავლებელი: ლუდმილა
ნიავაძე.
( 2018 – 2019 სასწავლო
წელი)
-1-
სარჩევი
თავი I
შესავალი .........................................................................................................................
2
1.1.ინფორმაცია სკოლის შესახებ
.......................................................................... 3
1.2.საკვლევი საკითხის მიმოხილვა
..................................................................... 3
1.3. პრობლემის აქტუალურობა
............................................................................ 4
1.4. კვლევის მიზანი
................................................................................................
4
თავი II
2.1. ლიტერატურის
მიმოხილვა ….......................................................................
5
თავი III
3.1 კვლევის მიზანი
................................................................................................
5
3.2 მონაცემთა
ანალიზი ....................................................................................... 6
3.3 ინტერვენციის დაგეგმვა .................................................................................
6
3.4 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
........................................... 6
თავი IV
4.1. პრაქტიკული
კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვა........................ 7
დასკვნა ....................................................................................................................
8
ბიბლიოგრაფია .......................................................................................8
დანართი....................................................................................................
9-10-11-12
რეფლექსია ..............................................................................................................13
-2-
თავი I
შესავალი
1.1.ინფორმაცია სკოლის
შესახებ.
სამთავისის საჯარო
სკოლა მდებარეობს ისტორიულ სოფელში -სამთავისში, ლეხურის მარცხენა ნაპირას. სკოლიში
ირიცხება 85 მოსწავლე. სკოლის შენობა სამ სართულიანია და შედგება 2 კორპუსისგან. სკოლას
აქვს დიდი ბაღი, დიდი ეზო, დიდი სპორტული საფეხბურთო მოედანი, სადაც ტარდება რაიონის
და რეგიონის სპორტული შეჯიბრებები. სკოლაში არის კლას-კაბინეტები: ქიმიის, გეოგრაფიის,
ქართული ენის, უცხო ენის, კომპიუტერული კლასი. გვაქვს კარგი სააქტო დარბაზი აღჭურვილი
მუსიკალური ცენტრით, პიანინო, მზის საცავი ჟალუზები. სკოლის შესასვლელში დაგხვდებათ
უამრავი ოთახის ყვავილები. აი, ასეთ ლამაზი და მშვიდ გარემოში მმუშაობ ამ სკოლაში პედაგოგათ
უკვე 35 წელია. ვასწავლი რუსულ ენას და ლიტერატურას V-VI-VII-VIII-IX-X-XI-XII კლასებში.
სკოლის დირექტორი: ლელა ჩერქეზიშვილი, ზრუნავს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების კეთილდღეობაზე. სკოლას ყავს ბევრი უფროსი მასწავლებლები,
რომლებიც გამოირჩევიან: შემოქმედებით, სიახლეების გაზიარებით, თანამშრომლობით. სკოლაში
კეთილგანწყობილი გარემოა.
1.2.საკვლევი
საკითხის მიმოხილვა.
ჩემი კვლევა შეეხება
V-VI-VII კლასის (დაწყებითი და საბაზო) საფეხურს. დავიწყებ იმით რომ V-ე კლასში მოსწავლეები
იწყებენ რუსული ანბანის სწავლას (წერა და კითხვა). პარალელურად სწავლობენ ლექსიკურ
მარაგს. ჩემი კვლევა მიმართულია იმისკენ რომ
მოვიძიო და დავნერგო რუსული ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გზები, დავაინტერესო
მოსწავლეები II-ე უცხო ენის ათვისებაში და შესწავლაში. კოლეგებს უზიარებ ჩემი კვლევის
ძიების აქტივობებს და ვიღებ მათგან შენიშვნებს და ვითვალისწინებ. VI-VII - კლასებში
რუსული ენის სწავლება რთულდება, იმიტომ რომ საბაზო საეხურზე ისწავლება რუსული ენის
გრამატიკა. მოსწავლეები სწავლობენ ჯგუფეფში მუშაობას, პრეზენტაციის გაკეთებას. მთავარია
ამ აქტივობებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება და საწავლება. ამიტომ კვლევის შედეგად
ვარკვევ რომელი აქტივობები უმჯობესია გამოვიყენო გაკვეთილზე და გაუზიარო ჩემს კოლეგებს
აქტუალური მეთოდები მიზნის მისახწევად. ვმუშაომ
სწავლა-სწავლების ამაღლებაზე და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე. ვაცნობ
ჩემს კოეგებს უცხოენის კათედრაზე საკვლევი საკითხის პრობლემას, რომელიც მათთვისაც აქტუალური
უნდა იყოს. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად ვეძევ აქტივობების გზებს
რომ ავუმაღლო მათ მოტივაწია რუსული ენის უკეთ შესწავლაში.
- 3 -
1.3. პრობლემის აქტუალურობა.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევამ აჩვენა, რომ წლების მანძილზე შეიმჩნეოდა მთავარი პრობლემა- დაწყებითი საფეხურის
ძველი უხარისხო, უინტერესო რუსული ენის სახელმძღვანელოები. ახალი, გამდიდრებული, ფერადი
რუსული ენის სახსლმძღვანელოები საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. სწავლება გახდა
სახალისო. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და უფრო მეტიც, მათ
გაუჩნდათ ინტერესი დამოუკიდებლად წაიკითხონ სახლში ფერადად გაფორმებული ზღაპრები. ახალმა
სახელმძღვანელოებმა სახალისო და საინტერესო გახადეს საგაკვეთილო პროცესი. რასაც ვერ
ვიტყვი ჯერ-ჯერობით VII -ე კლასის სახელმძღვანელოზე. მიწევს ბევრი ინფორმაციის მოძიება
დამოუკიდებლად, რომ გავხადო გაკვეთილი საინტერესო. მომავალი სასწავლო წლიდან იმედი
მაქვს VII-ე კლასში შეიცვლება რუსული ენის სახელმძღვანელოები, შემიმსუბუქებს მუშაობას
და შეცვლილი რუსული ენის სახელმძღვანელოები მოსწავლეებს აუმაღლებს მოტიაციას.
თავი
II
2.1. ლიტერატურის მიმოხილვა.
მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის გაზრდა რუსული ენის სწავლებისას. რუსული ენა საკმაოდ რთული გრამატიკული სტრუქტურიდ არის ცნობილი. შესაბამისად, ამ სირთულის ფონზე მოტივაცია ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა რუსული ენის შესწავლის პროცესში. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვცდილობ, რომ გავამდიდრო სასწავლო პროცესი
მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების და სტრატეგიების გამოყენებით: პრეზენტაციები, როლური თამაშები, ელექტრონული რესურსები,
მულთფილმები, სიმღერები, კროსვორდები.
მოსწავლეების გააქტიურება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა მოსწავლეების ჩაბმა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში. გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ვიყენებ განსხვავებული სირთულეების დავალებებს, ვითვალისწინებ მოსწავლეების შესაძლებლობებს, რომ გავუღვიო მათ ინტერესი რუსული ენის მიმართ. მოსწავლეებს ხშირად უშვებენ შეცდომებს გრამატიკულ ფორმებში წერისა და ლაპარაკის დროს. მაგრამ, შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. არასოდეს ვაკრიტიკებ მოსწავლეებ საჯაროდ, ვაძლევ საშუალებას, რომ თვითონ გაასწორონ შეცდომები საკუთარ ნაწერში...
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება პედაგოგისთვის წარმოადგენს მუდმივ ზრუნვის საგანს.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება პედაგოგისთვის წარმოადგენს მუდმივ ზრუნვის საგანს.
-4-
თავი
III
3.1. კვლევის
მიზანი.
მოტივაციის ამაღლების საშუალების და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 1. აკადემიური მოსწრება.
2. პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის
გზები.
3. სწავლა-სწავლების გაუმჯობესება.
4. სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი
აქტივობები და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება.
3.2 მონაცემთა
ანალიზი.
VI-VII- ე
კლასებში ჩავატარე დაკვირვება, მიზანი იყო იმის დადგენა თუ
რამდენად მიმზიდველია
მოსწავლეთათვის ჩემს მიერ შეთავაზებული აქტივობები რუსული ენის გაკვეთილებზე.
ჩავატარე ანკეტირება მოსწავლეებს შორის მათი
სასწავლო აქტივობების მოთხოვნილებების დასადგენად. ანალიზმა მაჩვენა, რომ
მოსწავლეებს მოსწონთ ჯგუფეფში მუშაობა,რადგან
ყველას აზრს იზიარებენ და პატივს სცემენ. მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ ელექტრონული
რესურსის გამოყენებას გაკვეთილზე, უფრო უკეთ იმახსოვრებენ მასალას. მე-V-ე კლასში ჩატარებულმა
გამოკითხვამ აჩვენა რომ მოსწავლეებს უფრო მოსწონთ ზეპირი მეტყველებით სწავლება ( მოსმენის
მეთოდი), რადგან უფრო ადვილად იმახსოვრებენ ლექსიკურ მარაგს, ლექსებს, სიმღერებს, ზღაპრებს.
3.3 ინტერვენციის
დაგეგმვა.
რუსული ენის გაკვეთილების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების მოტივაციის
ამაღლების მიზნით დავისახე მოტივაციის ამაღლების საშუალების და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ინტერვენციის
ეტაპზე თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის
მეთოდები რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა რუსული ენის გაკვეთილზე ჩართულობის
გაზრდაში, მათი სწავლისადმი შინაგანი მოტივაციის განვითარებაში . გაანალიზებულ
შედეგებზე დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
1. მოსწავლეების მიერ ანკეტებში გამოხატული
აზრების მიხედვით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, დაიგეგმა ჯგუფური
მუშაობა.
-5-
2. ჯგუფები ჩამოვაყალიბეთ როგორც დაახლოებით
თანაბარი ასევე დიფერენცირებული სიძლიერის, ისე, რომ მოსწავლეებმა
შეძლონ ერთმანეთის დახმარება, თანამშრომლობა, საკუთარი აზრის გამოხატვა.
3. თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენება ახალი მასალის ახსნისას, და პრეზენტაციების გაკეთება.
4. სასწავლო რესურსების , მათ
შორის ელექტრონული რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
კონკრეტულად VII
-ე კლასისთვის მარტის თვეში 2019 წელს შევქმენი 2 საგაკვეთილო
ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი გამოვიყენე სამოდელო გაკვეთილზე.
ჩემი შქმნილი
ელექტრონული რესურსების ლინკებია:
ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეებს უვითარდებათ
21-საუკუნის უნარჩვევები და უმაღლდებათ შინაგანი მოტივაცია.
3.4 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი.
ინტერვენციების
დასრულების შემდეგ, გადავხედე პედაგოგიური კვლევის მასალას და დავასკვენი, რომ
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარიმართოს, აუცილებელია მოსწავლეთა მოტივაციის
მაღალი დონე. გაკვეთილის გაგეგმისას მასწავლებელმა უნდა გაითვლისწინოს მოსწავლეთა ინტერესები
და შესაძლებლობები. თუ მოსწავლეები მოტივირებულები არიან გაკვეთილზე ისინი არ
იქნებიან პასიურები. მასწავლებელი და მოსწავლეები უნდა იმუშაონ ერთ გუნდად.
მოსწავლეების შეფასება უნდა იყოს ვალიდური. მოსწავლემ უნდა იცოდეს რა
კრიტერიუმებით შეფასდა. დაგეგმილი
ინტერვენციები ჩემი აზრით ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაუმჯობესებას.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის შევქმენი ელექტრონული რესურსები. ჩემს მიერ
განხორციელებული ინტერვენციებმა შედეგი გამოიღეს.
-6-
თავი IV
4.1. პრაქტიკული
კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვა.
სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის პროცესში მკვლევარი
შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრი – დირექტორი,
მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელი, მოსწავლე და
სხვა. მათ ყველაზე უკეთ იციან თავისი სამუშაოს ძლიერი
და სუსტი მხარეები, იციან საქმიანობის რა ნაწილშია პრობლემა
და ცდილობენ მის გადაჭრას.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს შედეგი.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს შედეგი.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების
გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური
პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის
შედეგების გაცნობა დააკვირდნენ მოსწავლეთა საწავლა-სწავლების პროცესს.
კვლევა არის ახალი
ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება
კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით. პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს
არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული
მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო
პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
-7-
დასკვნა.
ჩემი პრაქტიკული
კვლევა და მისი შედეგები გავუზიარე ჩემს კოლეგებს , რაც ჩემი აზრით, დაეხმარება
მათ მსგავსი კვლევების წარმოებაში და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესებაში, ასევე ერთმანეთს გაუზიარეთ, როგორ უნდა ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია სხვა საგნებში.
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის
საჭირო მიდგომები და სტრატეგიები. კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული
იყო მოსწავლეებში რუსული ენის სწავლისადმი მოტივაციის
ამაღლებისაკენ და ითვალისწინებდა მოსწავლეების მაღალი ხარისხით ჩართვას სასწავლო პროცესში. ამ
მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. შევძელი მოსწავლეების ინტერესის საგნისადმი
გამოწვევა, მოსწავლეები უფრო გააქტიურდნენ გაკვეთილზე. ყველაზე მნიშვნელოვანი და
დასაფასებელი შედეგი მივიღე ის , რომ მოსწავლეების მოტივაცია ახლა
უკვე არამხოლოდ გარეგან მოტივაციაზე , არამედ შინაგან მოტივაციზე არის დამყარებული
და მათი ჩართულობა და აქტიურობა გაკვეთილზე იქცა საკუთარ
მოთხოვნად. შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარა
და კვლავაც დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად
გამოყენებაში და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში. ჩემი პრაქტიკული კვლევა და მისი
შედეგები გავუზიარე კოლეგებს , რაც ჩემი აზრით, დაეხმარება
მათ მსგავსი კვლევების წარმოებაში და საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემოს შექმნისთვის საჭირო მიდგომები და სტრატეგიები.
ბიბლიოგრაფია.
http://mastsavlebeli.ge/?p=1982&fbclid=IwAR0iJ3SY3DfNdsxZ75N84vxbNI2kDMEeEnlnvcTY4393FNM9xmm32GtZqKI
-- მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში.
http://mastsavlebeli.ge/?p=17377&fbclid=IwAR3Ou9ZKbRuxbfKph_IoYXxySSpldSrkgoFPF1hyNH14Zch-8TIXX4vo0mE -- როგორ გავხადოთ უფრო საინტერესო და სახალისო რუსული ენის გაკვეთილი.
http://mastsavlebeli.ge/?p=4041&fbclid=IwAR01QEB7frXLaxRmGuEFjwiz6UnujpnKKlcfjZGdYWR5qYwk86T1ncOnKlM -- მულტფილმები და ვიდეოკლიპები/სიმღერები რუსული ენის გაკვეთილზე- პირველი ნაწილი.
https://www.youtube.com/watch?v=vi01euo9gNg -- Видеоурок
«Как правильно использовать приемы мотивации для школьников младших классов»
-8-
დანართი.
დანართი № 1
სამთავისის საჯარო სკოლა.
-9-
დანართი № 2
https://www.youtube.com/watch?v=JWS_i0z6NK0 --- SAMTAVISI. 04.06.2019. სამთავისის საჯარო სკოლა. V კლასი.
ჩემი
გაკვეთილი. მოსწავლე ყვება ზღაპარს და ახდენს თავისი ნახატების ილუსტრაციას
ზღაპრის შინაარსის მიხედვით.
დანართი
№ 3
VI კლასი. კვლევის შედეგად უყვართ ჯგუფეფში მუშაობა.
-10-
დანართი № 4
VII კლასი. ჩემს
მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის გამოყენება გაკვეთილზე.
-11-
დანართი № 5
V კლასი. ვისწავლეთ ანბანი, წერა, კითხვა. ვყვებით ზღაპრებს.
-12-
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წელს, კასპის მუნიციპალიტეტის
სამთავისის საჯარო
სკოლაში, განვახორციელე კვლევა, რომელიც გრძელდებოდა 5 თვის
მანძილზე. ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე
„ როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია რუსული ენის სწავლებისას“
კვლევის მიზანი იყო დაწყებით და საბაზო
საფეხურზე, კერძოდ V-VI-VII კლასებში მოსწავლეთა
შორის რუსული ენის გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდა.
ამისათვის დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები, გავაანალიზე
მათი შედეგები და პრაქტიკულად განვახორციელე აქტივობების, მეთოდების დანერგვა
საგაკვეთილო პროცესში . კვლევის ფარგლებში , გამოიკითხა მე- VI-VII
კლასში მოსწავლეებს მოსწონთ ჯგუფეფში მუშაობა,რადგან ყველას აზრს იზიარებენ
და პატივს სცემენ. მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ ელექტრონული რესურსის გამოყენებას
გაკვეთილზე, უფრო უკეთ იმახსოვრებენ მასალას. მე-V-ე კლასში ჩატარებულმა გამოკითხვამ
აჩვენა რომ მოსწავლეებს უფრო მოსწონთ ზეპირი მეტყველებით სწავლება ( მოსმენის მეთოდი),
რადგან უფრო ადვილად იმახსოვრებენ ლექსიკურ მარაგს, ლექსებს, სიმღერებს, ზღაპრებს. მივიჩნევ,
რომ კვლევის მიზანს მივაღწიე რადგანაც დავადგინე, შევარჩიე მოტივაციის ამაღლების
მეთოდები. შემიძლია გამოვყო მათი წყაროები:
1. მოსწავლეების მიერ ანკეტებში გამოხატული
აზრების მიხედვით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, დაიგეგმა ჯგუფური
მუშაობა.
2. ჯგუფები
ჩამოვაყალიბეთ როგორც დაახლოებით თანაბარი ასევე დიფერენცირებული
სიძლიერის, ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის დახმარება, თანამშრომლობა,
საკუთარი აზრის გამოხატვა.
3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
ახალი მასალის ახსნისას, და პრეზენტაციების გაკეთება.
4.
სასწავლო რესურსების , მათ შორის ელექტრონული რესურსების გამოყენება
საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებისათვის შევქმენი ელექტრონული რესურსები. ჩემს მიერ
განხორციელებული ინტერვენციებმა შედეგი გამოიღეს.
მინდა ვაღიარო, რომ ამ ეტაპზე ვერ შევძელი მშობლის კვლევაში ჩართვა (ტესტირების გავლა),
რათა მომეპოვებინა უფრო ობიექტური სურათი. ვაპირებ ახალ სასწავლო წელს ჩავატარო და
ჩავრთო მშობლები (ტესტირების შევსება). პრაქტიკული კვლევის შედეგების
გაანალიზებაში და გაზიარებაში, დადებითი უკუკავშირი მივიღე ჩემი კოლეგებისაგან და
ეს დამეხმარება ჩემ პროფესიონალურ განვითარებაში. ეს კვლევა ძალზედ
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, არამედ ჩემი,
როგორც პედაგოგის პროფესიული უნარებისა და ეფექტიანობის ზრდისათვის.
-13-